logo
ENG



ბადრი ჯაფარიძე: მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს, ცალსახაა, "ოცნება" დამარცხებულია

31 ოქტ 202020:47
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ცალსახაა, რომ ქართული ოცნება დამარცხებულია. 

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და თქვა, რომ ახლა იწყება უფრო მნიშვნელოვანი, ხმების დათვლის და მათი დაცვის ეტაპი. 

"მინდა,.დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩევლებს, მოქალაქეებს, რომლებმაც დიდი აქტიურობა გამოიჩინეს. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოავლინეს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. 

ცალსახაა, რომ ქართული ოცნება დამარცხდა. ეგზიტპოლები ქვეყნდება. მინდა, მოვუწოდო ჩვენს დაამკვირვებლებს ყველა უბანზე, რომ მაქსიმალური მობილიზება ჰქონდეთ, რათა არც ერთი ხმა არ დაიკარგოს. უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი - იწყება ხმების დათვლა. 

ჩვენი მონაცემებით, ლელო საქართველოსთვის აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ამ არჩევნებზე". - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. 

ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში ასე გადანაწილდა: 

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 46%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია N5 - 28%; ევროპული საქართველო N2 - 5%; გირჩი N36 - 3%; ლელო N56 - 3%; გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 2%; პატრიოტთა ალიანსი N8 - 2%; ლეიბორისტული პარტია N10  - 1%; ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N24 - 1%; სხვა პარტიები - 9%; უარი პასუხზე - 60%; Edison Research-ის ეგზიტპოლი 16:00 საათის მონაცემებს ასახავს.;

ახალი საარჩევნო სისტემით, პარლამენტის 150 მანდატიდან 120 მანდატი პროპორციული წესით შეივსება. დანარჩენ 30 მანდატს გამარჯვებული მაჟორიტარები შეავსებენ. 

მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა